28 ივნისი

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ, 28 ივნისის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა.

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა  დავით გაბაიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერაა ინიცირებული და ცვლილება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებით. აღნიშნული კანონის ძალაში შესვლით აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები რიგ სხვა კანონმდებლობაშიც.

        ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი განსახილველად უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში  ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები.