01 იანვარი

1 იანვარს აჭარის ა.რ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მოადგილე მერაბ კარანაძემ, დეპუტატებმა გიორგი რომანაძემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ხვიჩა შარაშიძემ, გიორგი მანველიძემ, ილია ვერძაძემ, ვახტანგ წულაძე, ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძემ საახალწლო ზეიმი აჩუქეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის პაციენტებს.

უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს ზღაპრის გმირებმა სპაიდერმენმა, რაფუნცელმა და თოვლის ბაბუამ.

პატარები საახალწლო კონცერტმა გაახალისა, რომლის დასრულების შემდეგაც ისინი თოვლის ბაბუამ ტკბილეულით დაასაჩუქრა. ტკბილეული მათთვის დეპუტატებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს, ხოლო იმ პაციენტებს, რომლებსაც ამჟამად გადაადგილება შეზღუდული აქვთ, პალატებში მიართვეს და ახალი წლის დადგომა მიულოცეს.