30 ივნისი

         30 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ხელმძღვანელს ნანა საყვარელიძესა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდა.

            შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ, შშმ პირების წინაშე არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

     ყურადღება გამახვილდა ჯერ კიდევ არსებულ სირთულეებზე, რომელთა გადაჭრა როგორც თავად შშმ პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას.