04 ივლისი

              4 ივლისს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო ანგარიშით წარსდგა. 7 თვის (28.11.2016 – 15.06.2017წ) მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ისაუბრა.

            საკანონმდებლო ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის, უმაღლესი საბჭოსა და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების,  ხელმძღვანელები, სხვადასხვა ორგანიზაციის, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები, სტუდენტი-ახალგაზრდობა.

           დავით გაბაიძემ სტუმრებს კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომისიების მიერ გაწეულ მუშაობაზე, ამომრჩეველთან ურთიერთობაზე და სხვა მნიშვენლოვან საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

           ანგარიშის მოსმენის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თავის გამოსვლაში  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული კოორდინირებული ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობისთვის.

           აქვე გთავაზობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს  7 თვის საქმიანობის ანგარიშს.

მიბმული ფაილები