06 ივლისი

      ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმართა მდგომარეობას ეცნობა.

      როგორც ცნობილია, უმაღლესი საბჭოს წევრის საპყრობილეში შესვლას თავად პატიმრები მოითხოვდნენ, თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების გამო, ეს დღემდე ვერ ხერხდებოდა.

     „პატიმრობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის N275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ღ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის ნებართვა მიენიჭა.

   ცოტნე ანანიძე, პატიმრების პრობლემების პარალელურად, პენიტენციალური დაწესებულების  ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასაც გაეცნობა.