07 ივლისი

       7 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან  და   ა(ა)იპ „აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია“-სთან არსებულ ქალთა ოთახებთან,  უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

       აღნიშნილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს  აჭარის  უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის საფუძველზე  გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებასა და მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრიმინგის, კერძოდ  მოსახლეობის ცნობიერების დონის ასამაღლებლად გენდერული თანასწორობისა და ძალადობის საკითხებზე, ქალთა უფლებების დაცვასა და რეალიზებაზე მუნიციპალიტეტებთან ერთად საერთო ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ასევე, აჭარის რაიონებში მხოვრებ ქალთა არსებული მდგომარეობის კვლევას, შეფასება/ანალიზსა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. აქვე, ქალთა ოთახების მიერ გამოვლენილ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით ადვოკატირებას.

       ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, აჭარის მუნიციპალიტეტის გამგებლები და ქალთა ოთახების  მენეჯერები.