14 ივლისი

                      

          13 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები -  ვახტანგ წულაძე და გიორგი მანველიძე, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის ახალი შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

          თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი შენობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად გახსნა.

         ვიზიტორთა ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.