14 ივლისი

           14 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, გიორგი რომანაძე, სოფელ დაგვას მოსახლეობას შეხვდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილმა 20-მდე მოქალაქემ, დეპუტატის წინაშე,   წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის, შიდა სასოფლო გზების მოასფალტების,  დასაქმების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების,  სპორტული მოედნისა და კულტურის ცენტრის განახლების  საკითხი დააყენა.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატი 30-მდე მაცხოვრებელს  შეხვდა ლაზისტანის დასახლებაში და მათ პრობლემებსაც გაეცნო.  ადგილობრივმა მოსახლეობამ გზების ცალკეული მონაკვეთების შეკეთება  და სოციალური საკითხების მოგვარება ითხოვა.

           გიორგი რომანაძემ მოსახლეობას თავისი  კომპეტენციიის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

     მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაზისტანის დაწყებით სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.