საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კანონის იმპლემენტაციის მხარდასაჭერად

17 ივლისი

      

      17 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ საქართველოს პარლამენტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მიერ ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.

      პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების პროგრესის მეთვალყურეობის მიზნით დაარსებული საკოორდინაციო საბჭო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მსგავსი შეხვედრებით მიზნად ისახავენ რეგიონებში სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის თაობაზე მუნიციპალიტეტების მაქსიმალურად ინფორმირებას.

   როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მხარდაჭერა“ გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას.

       ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების დარგობრივი სფეროს ხელმძღვანელები.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი