19 ივლისი

     

      19 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში იასინ თემიზქანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა  და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ბათუმში,   „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ ორი ახალი განყოფილების ოფიციალურად გახსნას დაესწრნენ.

      სტუმრებმა დაათვალიერეს რეაბილიტირებული განყოფილებები და შესაბამისი მომსახურების გასაწევად შექმნილი ოთახები.

      24 საათიანი ზრუნვის განყოფილება“ და „ფსიქოსომატური აშლილობის მქონე (ნევროზული რეგისტრის)  პაციენტთა სტაციონარი 65 წელს გადაცილებულ მოხუცებს მოემსახურება.

      განყოფილებებისთვის ჩატარებული სრული რეაბილიტაციის  შედეგად შეიქმნა ადაპტირებული გარემო, მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები , სასადილო ოთახი,  გართობის და დასვენებისთვის განკუთვნილი ოთახები,  დამონტაჟდა ლიფტი.

      შესაბამისი ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი გერიატრიული განყოფილება 50 პაციენტზეა გათვლილი, ფსიქოსომატური აშლილობის მქონე ბენეფიციარებისთვის კი 15 ადგილია.

     აღნიშნულ პროგრამებს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს და აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის მომსახურება უფასოა.