19 ივლისი

    

     19 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, „აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი“ გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე და ცოტნე ანანიძე  დაესწრნენ.

     უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

     ფორუმის ფარგლებში  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა  და ოდესის ოლქს შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება შედგა. მემორანდუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ სტეფანოვმა  მოეწერეს ხელი. მემორანდუმს 2013 წლის 13 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ოდესის  საოლქო სახელმწიფო ადმინსტრაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტენიკური  და კულტურული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება უდევს საფუძვლად.