20 ივლისი

      20 ივლისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

     დღის წესრიგში იყო ერთი საკითხი, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“- განხილვა.

     უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო-იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა ცვლილებები, რომელიც მხარდაჭერის შემთხვევაში დეპუტათა მიერ პლენარული სხდომების შესაძლო დაუსწრებლობის დროს  სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

     ვლადიმერ მგალობლიშვილმა შენიშნები გამოთქვა რეგელმენტის 67-ე  მუხლის მე- 9 პუნქტის და 144-ე მხულის მე-7 პუნქტის მიმართ, რაც კომისიის წევრებმა გაიზიარეს.

     კომისიამ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა წარმოდგენილი პროექტის რიგგარეშე სესიაზე გატანას.