20 ივლისი

       20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა  კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

       უმაღლესი საბჭოს -საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ კომისიებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

     პუნქტობრივი განხილვის შემდეგ კომისიის წევრებმა, ოპოზიციის გარდა, ცალკეული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს აღნიშნული პროექტის რიგგარეშე სესიაზე გატანას.