24 ივლისი

                        

        24  ივლისს,  დემოკრატიული  ჩართულობის  ცენტრში,   აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  გენდერული  თანასწორობის  საბჭოსა  და  "ჟურნალისტთა  ქსელის  გენდერული  თანასწორობისთვის"  ორგანიზებით,  შეხვედრა  გაიმართა, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას  და თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერას  მიეძღვნა.

     აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  საკონსტიტუციო, საპროცედურო  და  იურიდიულ საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ, უმაღლესი  საბჭოს  გენდერული  თანასწორობის  საბჭოს  ხელმძღვანელმა ნინო ჩხეტიამ ისაუბრა  ქალ-პოლიტიკოსთა  და  ხელისუფლებაში  დასაქმებულ ქალთა    საქმიანობაზე,  კონსტიტუციაში  გენდერის  შეტანის  და  ქალთა  წინააღმდეგ   არსებული ძალადობის  პრობლემებზე. მისი  განცხადებით  მზადდება  საკანონმდებლო  ბაზა, რაც  მნიშვნელოვნად  გაზრდის  ქალთა  აქტიურობას  ხელისუფლების  სხვადასხვა შტოებში.

     შეხვედრა  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  მიმდინარეობდა. ღონისძიებას  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.