26 ივლისი

   

       26  ივლისს,  დემოკრატიული  ჩართულობის  ცენტრის  ბათუმის  ოფისში, "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველოს"  აჭარის  წარმომადგენლობამ  არსებობის  მანძილზე  პირველად  წარმოადგინა  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  2012-2016  წლების  საქმიანობის  შეფასება. ანგარიშში რამდენიმე  მიმართულებაზე გაკეთდა  აქცენტი: საკანონმდებლო  საქმიანობა, განხორციელებეული  ცვლილებები  და  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  საკონტროლო  ფუნქციები.

     40 -გვერდიან  ანგარიშში  შეტანილი  იყო, ძირითადად, აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  მიერ  მიწოდებული  ინფორმაცია: უმაღლესი  საბჭოს  წევრთა  აქტივობის  შესახებ (ინიცირებული  და  მიღებული  კანონების  რაოდენობა  და  ავტორები), საბჭოს  წევრთა  პლენარულ  და  კომისიების  სხდომებზე  მონაწილეობის და  კომისიების  საქმიანობის  შესახებ, ასევე, უმაღლესი საბჭოს  საქმიანობასთან  დაკავშირებული  ხარჯების, წევრების  ბიზნესთან  კავშირის  შესახებ.

     უმაღლესი  საბჭოს  აღნიშნული  პერიოდის  საქმიანობის  შეფასების  შემდეგ  გაიმართა  დისკუსია, რომელშიც  როგორც 2016-2020  წლების  მოწვევის, ასევე  წინა  პერიოდის  უმაღლესი  საბჭოს  წევრები, არასამთავრობო   და  საზოგადოებრივი  ორგანიზაციების  წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

     ვინაიდან  "საერთაშორისო  გამჭვირვალობა -საქართველო"  აჭარის  საკანონმდებლო ორგანოს  საქნმიანობით  არის  დაინტერესებული  და  აწარმოებს  სხვადასხვა  აქტივობების  მონიტორინგს, აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  აპარატმა  შესთავაზა   აღნიშნულ არასამთავრობო  ორგანიზაციას, ყველა  საჭირო  ინფორმაციის  დროულად  მიღების  და  ანალიზის  სრულყოფილად  ჩატარების  მიზნით,  მიიწვიოს   უმაღლესი  საბჭოს   პლენარულ  სხდომაზე, გამოუყოს  სამუშაო  ადგილი და  უზრუნველყოს მისთვის საჭირო  პირობებით.