22 აგვისტო

    

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ 22 აგვისტოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

      კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილების პროექტის უმაღლეს საბჭოს ბიუროსა და სესიაზე გატანის საკითხს. მომხსენებლის განცხადებით, დადგენილების პროექტში წარმოდგენილი კანონის პროექტები აჭარის უმაღლეს საბჭოში გამარტივებული წესით, საქართველოს პარლამენტში კი სამი მოსმენით განიხილება.

          სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.