22 აგვისტო

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძე,  22 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.

     შეხვედრას უძღვებოდნენ: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს მრჩეველი ანა ხიზანიშვილი.

        

      მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე  ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

     ძირითადი მოხსენებების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.