24 აგვისტო

     24 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

    განიხილეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლის სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის შესახებ.

   გენდერული საბჭოს წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს  უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ან წარმომადგენლის სათათბირო ხმის უფლებით შეყვანას.