28 აგვისტო

           

          28 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, დეპუტატი გიორგი მანველიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები  ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ.

        „ჯვარიმინდვრობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც  6 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა,  მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან ფეხით გადმოაბრძანეს .  

       ღონისძიების მონაწილეებმა მთის მწვერვალი  დალაშქრეს, სადაც  ქვაზე  ჯვარის ფორმაა გამოსახული.  

        გაიმართა კონცერტი, რომელშიც შეუახევის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.  

           ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, წარმატებები  და ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.

            „ჯვარიმინდორი“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმიდა მარიამის მიძინების დღეს იმართება.