31 აგვისტო

                               

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ 31 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა, კომისიამ ერთხმად მიიღო ცნობად.

          კომისიის წევრებმა მოისმინეს და ასევე ერთხმად მიიღეს ცნობად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიში, რომელიც გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.