01 სექტემბერი

     

      1 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები დავით გაბაიძე,ზურაბ პატარაძე, უმაღესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი  და აჭარის მთავრობის წევრები ბათუმის ორთა ჯამეში მივიდნენ და მომლოცველებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს.

    ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სარწმუნოების უდიდესი დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მუსლიმანური კონფესიის წარმომადგენლები ღმერთს პირუტყვს წირავენ და ხორცს ქველმოქმედების მიზნით არიგებენ.

       დავით გაბაიძემ მორწმუნეებს წარმატებები, სიკეთე, სიხარული და ურთიერთპატივისცემა უსურვა.