03 სექტემბერი

          3 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგებელი სულხან ევგენიძე,  საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  სახალხო დღესასწაულ „ჩაქვისთავობას“ დაესწრნენ.

       ტრადიციულ  დღესასწაულზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება,  წელსაც გამოავლინეს საპატიო ჩაქვისთაველები, რომლებიც სპეციალური სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. აქვე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ნარდში, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადასცეს.  

         მტირალას ეროვნულ პარკში ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ღონისძიება ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.