15 სექტემბერი

             

15 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, მთავრობის  საკონფერენციო დარბაზში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს  2018 წლის პროგრამების საჯარო განხილვას დაესწრო. 
     შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,  აჭარის სატყეო სააგენტოს  სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების (CENN, „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“, “ფსოვი“) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.