25 სექტემბერი

                               

           25 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ხვიჩა შარაშიძე, გიორგი მანველიძე „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.

         სახალხო ზეიმი ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გაიმართა და მას, ტრადიციულად, თურქეთის მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებიც შემოუერთდნენ.

        ისტორიული ხეობის დღესასწაული სტუმრებსა და ადგილობრივებს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

             სახალხო ზეიმზე, რომელსაც 11 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ხეობის „საპატიო სტუმრებად“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახლელის“ წოდება  ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს.

         ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და სპორტული შჯიბრებები.