26 სექტემბერი

                     

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე  სხდომას დაესწრო.

       საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი  - 117  ხმით, 2 -ის წინააღმდეგ, ხოლო „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი   114  ხმით, 3-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღეს. ორივე საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

          სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.