29 სექტემბერი

             29 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და დეპუტატი ილია ვერძაძე  "AGRO BATUMI 2017"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

            ორგანიზატორებთან ერთად საზეიმო ლენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაჭრეს.      

         საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO“ მიერ  ორგანიზებულ   აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების  გამოფენა-გაყიდვა, ბათუმის ყინულის სასახლეში,  სამ დღეს გაგრძელდება, თანაორგანიოზატორები კი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი,  ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არიან.

          "AGRO BATUMI 2017"-ში  მონაწილე კომპანიები ფართო მომხმარებელს გააცნობენ და  რეკლამირებას გაუწევენ საკუთარ პროდუქციას. ბიზნესმენებს  საშუალება მიეცემათ ახალი კონტაქტების დაამყარონ  და ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმები  გააფორმონ.