05 ოქტომბერი

                       

      პედაგოგი, მასწავლებელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მეგზურია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების გზის დასაწყისში პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარებიან, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლიან, ცოდნას გვაზიარებენ და მერე მთელი სოცოცხლე მიგვყვება მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

     ყველა მასწავლებელს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. გეზეიმოთ და გეხაროთ თქვენი აღზრდილების წარმატებებითა და გამარჯვებებით!

დავით გაბაიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე