11 ოქტომბერი

     11 ოქტომბერს,  საქართველოს  პარლამენტის  რეგიონული  პოლიტიკისა  და   თვითმმართველობის  კომიტეტში,   მეოთხე  საკითხად  მოისმინეს   საქართველოს  კანონის  პროექტები - „გრანტების შესახებ“  საქართველოს  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე“  და  „საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსში  ცვლილების  შეტანის შესახებ“. აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს საკანონმდებლო  ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა:  ვახტანგ წულაძემ და ნინო ჩხეტიამ  წარადგინეს.

   კანონპროექტის  შესაბამისად, ცვლილება შედის  საბიუჯეტო  კოდექსის  მე-100  მუხლის  მე-3  ნაწილში, სადაც ემატება რომ  ავტონომიური  რესპუბლიკის  რესპუბლიკური ბიუჯეტის  კანონის პროექტი უნდა  შეიცავდეს  ინფორმაციას  დონორების  მიერ გამოყოფილი  მიზნობრივი  კრედიტებითა  და  გრანტებით  დაფინანსებული  პროექტების  შესახებ.

    გამომდინარე  იქიდან, რომ  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში  შესატანი ცვლილების  პროექტით  ავტონომიური  რესპუბლიკის  ხელისუფლების  ორგანოს  ენიჭება  გრანტის  მიღების უფლება, წარმოდგენილი  კანონპროექტის  მიზანია  გაფართოვდეს  საქართველოს  საბიუჯეტო  კოდექსის  მე-100  მუხლის  მე-3  ნაწილით  გათვალისწინებული  იმ  აუცილებელი  ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელსაც  უნდა  შეიცავდეს  ავტონომიური  რესპუბლიკის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  კანონის პროექტი.

  კომიტეტის   სხდომაზე    აღნიშნულ  კანონპროექტებს   ერთხმად  დაუჭირეს  მხარი.

განცხადებები