12 ოქტომბერი

 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, 12 ოქტომბერს,  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლებმაც  რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და საქართველოს  ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენციის მიზანია, არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობა.