13 ოქტომბერი

 

        13 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი,  მთავრობის წევრები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახო-გონიოს ხიდების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. ახალი 5,7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მახოს ხიდს აეროპორტის გზატკეცილთან დააკავშირებს.

    ამ ეტაპზე ჭოროხისპირის გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების სატენდერო ღირებულება მილიონ 31 ათას 73 ლარია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  მოეწყობა 197 გრძივიმეტრი გაბიონი, აიგება 190 გრძივი მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, გაიყვანენ 140 გრძივ მეტრ მონოლითური რკინა- ბეტონის სწორკუთხა და 54 გრძივმეტრ ლითონის მილებს. სამუშაოებს შპს „ტტ“ აწარმოებს. 

   8 229 570 ლარის ღირებულების გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. 

.