სპორტსმენების ფორმებით ეკიპირება

19 ოქტომბერი

                                   

      19 ოქტომბერს,  ბათუმის რაგბის მოედანზე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს  საბჭოს  თავმჯდომარე  დავით  გაბაიძე, აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარე  ზარაბ  პატარაძე,  აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და  სპორტის  კომისიის  თავმჯდომარე  ვლადიმერ  მგალობლიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის   მინისტრი  ინგა  შამილიშვილი  სხვა  ოფიციალურ  პირებთან  ერთად,     აჭარაში მოქმედ 34 სპორტის ფედერაციისთვის  შეძენილი  სპორტული ეკიპირების      გადაცემას დაესწრნენ.  

      აჭარის  სპორტისა  და  ახალგაზრდობის  საქმეთა  დეპარტამენტმა  ,,სპორტის ხელშეწყობის“  პროგრამის ფარგლებში,  800 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადასცა 400000 ლარის ღირებულების სპორტული ფორმების კომპლექტი.     

      2018 წელს იგეგმება 350-მდე  შიდა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიების  გამართვა. სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია  2   მილიონ  670  ათას  460 ლარი.

განცხადებები