23 ოქტომბერი

                      

       23 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმართა პრობლემებს გაეცნო.

      სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლა დეპუტატმა ამჟამად 7 პატიმრის წერილის საფუძველზე გადაწყვიტა. მისი განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში სხვადასხვა პენიტენციალური დაწესებულებიდან არაერთი განცხადებაა შესული და ამ ფორმატში მსჯავრდებულებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების  შესწავლა სამომავლოდაც გაგრძელდება. დეპუტატის განმარტებით, მათი მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოებში არსებული ბერკეტებით იქნება შესაძლებელი.

     ცოტნე ანანიძე დღეს ათამდე პატიმარს შეხვდა.  მსჯავრდებულთა პრობლემების შესწავლისა და მათი დახმარების  მიზნით, ორჯერ უკვე სტუმრობდა ბათუმის საპყრობილეს.