27 ოქტომბერი

                                 

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა.

        საკანონმდებლო ორგანოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა.