31 ოქტომბერი

    31 ოქტომბერს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 25-ე სხდომა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

    განიხილეს  დღის წესრიგით გათვალისწინებული  ორი საკითხი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 სექტმებრის N 112 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

  პირველი  საკითხი  წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს  საკონსტიტუციო, იურიდიულ  და  საპროცედურო  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  ნინო  ჩხეტიამ, მისი  განცხადებით  კომისიებთან  და ფრაქციებთან  კონსულტაციების  შემდეგ  შემუშავდა  საბოლოო ვარიანტი  და  საკითხი მზად არის  პლენარულ  სხდომაზე  მეორე  მოსმენისთვის  გასატანად.

   კენჭისყრის  შედეგად  რეგლამენტში  ცვლილებას მეორე  მოსმენით  უახლოეს  პლენარულ სხდომაზე  გაიტანენ .

   ბიურომ  2014 წლის 18 სექტემბრის N112 დადგენილების   პროექტზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ“.,  ძალადაკარგულად  ცნობის  შესახებ  პროცედურა  დაიწყო :  კომისიები  და  ფრაქციები  მას  დადგენილ ვადებში განიხილავენ.

    ბიუროზე, ასევე  იმსჯელეს  მაჟორიტარების  ბიუროებში   დასაქმებულთათვის  მომავალი  წლიდან  შრომითი ხელშეკრულების   ადმინისტრაციული  ხელშეკრულებით   შეცვლის  და  ბიუროს  ოთახისთვის  ინვენტარის შეძენის  შესახებ.