04 ნოემბერი

                             

       დღეს აჭარის  ტელევიზია  იუბილარია.  ვულოცავთ  აჭარის  ტელევიზიას საიუბილეო თარიღს,  ვუსურვებთ  წარმატებებს, დაე  კვლავაც  ეღვაწოს  საზოგადოებისთვის!

        1987  წლის  4  ნოემბერს  ეთერში  გავიდა პირველი საცნობები,  რომელმაც  გვამცნო,  რომ  დაიწყო  ახალი   ტელევიზიის  მაუწყებლობა  აჭარიდან.  მას შემდეგ სამი  ათეული წელი გავიდა.  დღეს  ეს  ისტორიაა, რომელიც  ბევრ  საინტერესო  ფურცელს ითვლის.

    საზოგადოებრივ მაუწყებლად  აჭარის  ტელევიზია  და  რადიო  2013  წლის  25  დეკემბერს  გარდაიქმნა, დაიწყო ახალი ერა როგორც თავად  მედიასაშუალებისთვის, ისე ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისათვის.

      ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, ოპერატიულობა, საზოგადოების  ინტერესების  გამოხატვა, საიმედოობა  აჭარის  საზმაუს  მთავარი პრინციპებია. ახლახან  ჩატარებულმა  ადგილობრივი  თვითმმართველობის  არჩევნებმა  და    საერთაშორისო  ორგანიზაციების  მიერ  გაკეთებულმა  მედიაანალიზმა  აჩვენა, რომ  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზია   და რადიო   არჩევნების  გაშუქებისას  იყო  ყველაზე  მიუკერძოებელი  და  დაბალანსებული  მედიასაშუალება, რაც, უდავოდ,  დიდი აღიარებაა.