06 ნოემბერი

    6 ნოემბერს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 26-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს.

    საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ  დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები წარმოადგინა:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი (09-01-08/52, 31.10.2017); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

    კომისიის თავმჯდომარის განცხადებით - ორივე საკითხი უნდა წარმოადგინოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ამიტომ საჭიროა ყველა კომისია და ფრაქცია საფუძვლიანად გაეცნოს აღნიშნულ საფინანსო დოკუმენტებს და წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნები.

     ბიუროს გადაწყვეტილებით დამტკიცდა განხილვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც კომისიებისა და ფრაქციებისათვის 16 ნოემბრამდე, ხოლო წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიისათვის ბოლო ვადად 20 ნოემბერი განისაზღვრა.