08 ნოემბერი

    თურქეთის რესპუბლიკის კონსულმა  დიპლომატიური მოღვაწეობა აჭარაში დაასრულა და გამოსამშვიდობებელი ვიზიტით დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეწვია.

იასინ თემიზქანს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, დეპუტატებმა ნუგზარ სურმანიძემ და ირაკლი ჭეიშვილმა უმასპინძლეს.

   შეხვედრაზე თურქმა დიპლომატმა  მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს მისი აჭარაში მოღვაწეობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

   საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ხაზი გაუსვა თურქეთის საკონსულოს როლს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში  და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა თურქეთის, როგორც მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ კი სამედიცინო სფეროში თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაწეულ დახმარებებს გაუსვა ხაზი.