საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მერაბ  კარანაძე - საქართველო-თურქეთის  მეგობრობა  სამაგალითოა

10 ნოემბერი

                   

      10 ნოემბერს  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე  მერაბ კარანაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  სასტუმრო  "Euphoria"-ში, თურქეთის  რესპუბლიკის  დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის  გარდაცვალების  79-ე  წლისთავისადმი  მიძღვნილ  ღონისძიებას  დაესწრო.

     შეკრებილებმა  წუთიერი  დუმილით  პატივი  მიაგეს  თურქი  პოლიტიკოსისა  და  საზოგადო  მოღვაწის  ხსოვნას. აჟღერდა  საქართველოსა  და  თურქეთის  სახელმწიფო  ჰიმნები. გაიხსენეს ათათურქის  ცხოვრების  და  მოღვაწეობის  მნიშვნელოვანი  მომენტები.

      -   მის   მიერ   დაარსებული   რესპუბლიკა    დღეს    ჩვენი   ქვეყნის   მტკიცე   პარტნიორია. ყოველდღიურად  ვითარდება  მრავალმხრივი  ურთიერთობები  ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რაც, უდავოდ,  მისასალმებელია და  მისაბაძიც  მსოფლიოსათვის. ვიმედოვნებ, რომ ღირებულებები, რომლებიც დაამკვიდრა თურქი  ხალხის მამამ და უდიდესმა სახელმწიფო  მოღვაწემ, მეტად დაგვეხმარება  სამომავლო  მეგობრობისა  და თანამშრომლობის  განმტკიცებაში -  აღნიშნა  თავის  გამოსვლაში  მერაბ  კარანაძემ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი