14 ნოემბერი

     

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 14 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგის პროექტის მცირედი კორექტირების შემდეგ, სამი საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 სექტემბრის N112 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას.

       სხდომაზე განისაზღვრა  უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი და მასში ხუთი

საკითხი გაიწერა.

        ბიურომ ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხი.