14 ნოემბერი

    საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  აჭარის მწერალთა  სახლში ესწრებოდნენ   რეგიონის   საკანონმდებლო  და აღმასრულებელი  ხელისუფლების  წარმომადგენლები :აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი  საბჭოს  ვიცე-სპიკერი  მერაბ კარანაძე,  უმაღლესი  საბჭოს  წევრები  ლადო მგალობლიშვილი, დავით თედორაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და  საზოგადოების  წარმომადგენლები.

    ღონისძიებას  უძღვებოდა  და ,  სხვა  მონაწილეებთან  ერთად, 1937 წელს რეპრესირებული მწერლები  მოიგონა  დავით თედორაძემ.    წაიკითხეს   რეპრესირებული  პოეტების  ლექსები.  წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო მასალა,  უჩვენეს  დოკუმენტური ფილმები.

   ღვაწლმოსილ მწერლებს , კავშირის  იუბილესთან  დაკავშირებით,  გადაეცათ დიპლომები და  სამახსოვრო საჩუქრები .

   ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებითა და ბათუმის მერიის  მხარდაჭერით  გაიმართა.