20 ნოემბერი

                                   

       უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის 20 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი "აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ", აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი და ასევე, აჭარის ავტონომიური   რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

         კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხები, კომისიის დასკვნასთან ერთად, ბიუროს წარედგინება შემდგომი პროცედურების გასაგრძელებლად.

        აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა  "აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით ამავე უწყების მოხსენება კომისიის წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ გააცნო. დასკვნის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის  პროექტის სათანადოდაა მომზადებული.

        აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და მოხსენება, კომისიის გადაწყვეტილებით, ბიუროს წარედგინება.