24 ნოემბერი

    24 ნოემბერს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისფლების წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) პროექტის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ.

   პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN)  და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.

    პროექტის მიზანია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების და რეგიონში მოქედი  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

     დავით გაბაიძემ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თანამშრომლობა - რეგიონული განვითარების საკითხებზე სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელების კომპონენტში მნიშვნელოვანი იქნება.

   შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც იმსჯელეს სამომავლო თანამშრომობის კომპონენტებზე კომპეტენციის ფარგლებში.