24 ნოემბერი

        უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 24 ნოემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია) მესამე მოსმენით სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

         კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.