პატრიარქმა ტრაგედიის ადგილზე პარაკლისი აღავლინა

25 ნოემბერი

     24 ნოემბერს  მომხდარი  ტრაგედიის ადგილზე დღეს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად  ხანძრის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.  პარაკლისს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     „მთელმა საქართველომ მიიღო ეს როგორც უდიდესი ტრაგედია. მთლიანად ეკლესიის და ჩემი სახელით ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო"-  განაცხადა პატრიარქმა. 

განცხადებები