30 ნოემბერი

       წუთიერი დუმილით დაიწყო  საქართველოს პარლამენტის 29 ნოემბრის პლენარული სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“  გარდაცვლილთა და ამ დღეებში თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას.

      განცხადებების შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შეუდგნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმაღლესი საბჭოს  აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.

      კანონის პროექტებს -„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 30 ნოემბერს ეყარა კენჭი, აქედან პირველი პროექტი- 88 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი), ხოლო მეორე - 84 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დამტკიცდა.