06 დეკემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები 100-ზე მეტ მეწარმე ქალს შეხვდნენ. 

   როგორც კარანაძემ შეხვედრისას განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭო რეგიონში ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, აჭარაში მოქმედ შესაბამის ორგანიზაციებთან, აქტიურად თანამშრომლობს. 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისა და შეხვედრის ორგანიზებისათვის და აქვე მოგახსენოთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭო რეგიონში ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად აქტიურად თანამშრომლობს აჭარაში მოქმედ შესაბამის ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა ოთახებთან, რაც განმტკიცებულია მიმდინარე წელს თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“,

 შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, საქმიან ქალთა გაერთიანებასა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.