14 იანვარი

                     

      ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ილია ვერძაძემ და ნუკრი ბეჟანიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრ ნერიმან ცინცაძესთან ერთად,  თავიანთ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულეს და საშობაო-საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

      სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეულობა დეპუტატებმა ამჯერად ოთხ ოჯახს მიუტანეს, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ მდგომარეობას და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაჰპირდნენ.