31 იანვარი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის განხილვა,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სტუდენტებს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.

   შეხვედრის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დღე სტუდენტებისთვის და მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტის რექტორმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრის ფორმატით სტუდენტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები.

  დავით გაბაიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კანონის პროექტით გათვალისწინებულ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობის რეგულაციებსა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

  უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვები უკავშირდეობდა: მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის წესს, აჭარის კონსტიტუციის მიღების შემდგომ სხვა სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებს და რეგიონისათვის უფლებამოსილებების დელეგირების საკითხებს.