01 თებერვალი

                       

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს უმასპინძლა.

      შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

       დავით გაბაიძე და მაქბულე ქოჩაკი თურქეთის ხელისუფლების მიერ უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციების თემას შეეხნენ. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, ყველაფერს აკეთებენ რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლამ მხარეები არ დააზარალოს.

       მაქბულე ქოჩაკმა, რომელიც პირველად ეწვია უმაღლეს საბჭოს, დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.