ხსოვნის დღე

15 თებერვალი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე და ილია ვერძაძე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

   ბათუმის მერიის მიერ გმირთა ხეივანში ორგანიზებულ ღონისძიებაზე აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, ვეტერან ავღანელთა კავშირის წევრებმა, სხვადასხვა ომში მებრძოლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალური ქვა, სადაც მომავალში უცხოეთში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი აღიმართება.

   ამავე დღეს ბათუმის მერიამ ავღანეთის ომში დაზარალებული 4 მეომრის ოჯახს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება გადასცა.